​​​საგადასახადო მართვის ცენტრი

საგადასახადო სამართალი

საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩართვა; საგადასახადო დავების წარმოება. 

კონსულტაცია

საკონსულტაციო მომსახურება ბუღალტრული აღრიცხვის და გადსახადების საკითხებში.  

აუდიტი

გასული პერიოდის ფინანსური და საგადასახადო აუდიტი; მუდმივი მონიტორინგი.  

                                             +995 599 05 28 28;   +995 599 38 84 34

ბუღალტრული აღრიცხვა

აღრიცხვის წარმოება; დაკარგული ან არარსებული აღრიცხვის აღდგენა/წარმოება. 

აქცია ​01.03.2018

ბუღალტრული მომსახურება სტარტაპერებისთვის

ცენტრი ახლადდაფუძნებულ კომპანიებს გთავაზობთ ბუღალტრულ მომსახურებას მინიმალურ ფასად - თვეში 150 ლარად. 


გამომდინარე იქედან რომ ახლადდაფუძნებული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ხარჯების რაციონალური გადანაწილება და ასევე აუცილებელია გარკვეული პერიოდი საქმიანობის ოპტიმალურ დონის მისაღწევად, აქციის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, გთავაზობთ ბუღალტრულ მომსახურებას მინიმალურ ფასად - თვეში 150 ლარად.


აქციის ხანგრძლივობა განისაზღვრება თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალურად და დამოკიდებულია თქვენს საქმიანობაზე, თქვენს განვითარების ტემპსა და დონეზე.


ცენტრი მზად არის განვითარების ყოველი კონკრეტული ეტაპისთვის მოვიდეს მაქსიმალურ შესაბამისობაში კომპანიის ინტერესებთან და შესაძლებლობებთან.


ცენტრი გთავაზობთ სპეციალურ აქციას, რაც დაკავშირებულია კომპანიაში კლიენტების მოზიდვასთან. კერძოდ მესამე პირის რეკომენდაციით მოსული თითოეული კლიენტის მიერ გადახდილი თანხის 20 % გადაეცემა რეკომენდატორს.


მაგალითი 1: A კომპანიამ, რომელიც წარმოადგენს "საგადასახადო მართვის ცენტრის" კლიენტს და მის მიერ გადასახდელი მომსახურების ღირებულება შეადგენს თვეში 150 ლარს, რეკომენდაცია გაუწია B და C კომპანიებს. B და C კომპანიები გახდნენ "საგადასახადო მართვის ცენტრის" კლიენტები და მათ მიერ გადასახდელმა მომსახურების ღირებულებამ შეადგინა თითოეულისათვის ასევე 150 ლარი. შესაბამისად A კომპანიას დაუბრუნდება B და C კომპანიების მიერ გადახდილი თანხის 20% (30+30 ლარი). ამგვარად A კომპანიის მიერ გადასახდელი მომსახურების ღირებულება თვეში 150 ლარის ნაცვლად იქნება თვეში 90 (150-60) ლარი.


აღსანიშნავია, რომ არ არის სავალდებულო რეკომენდატორი იყოს "საგადასახადო მართვის ცენტრის" კლიენტი.


მაგალითი 2: A ფიზიკურმა პირმა, რომელიც არ წარმოადგენს "საგადასახადო მართვის ცენტრის" კლიენტს, რეკომენდაცია გაუწია B და C კომპანიებს. B და C კომპანიები გახდნენ "საგადასახადო მართვის ცენტრის" კლიენტები და მათ მიერ გადასახდელმა მომსახურების ღირებულებამ შეადგინა თითოეულისთვის 300 ლარი. შესაბამისად A ფიზიკურ პირს გადაეცემა B და C კომპანიების მიერ გადახდილი თანხის 20% (60+60 ლარი). ამგვარად A ფიზიკური პირის მიერ ცენტრში კლიენტების მოზიდვის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა იქნება თვეში 120 ლარი.

აქცია ​12.01.2018

მოიყვანე კლიენტი და მიიღე მის მიერ გადახდილი თანხის 20%